logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ზურაბ ხონელიძეს უფლებამოსილებას გადააბარებს
- +

24 ივლისი. 2017. 02:41



2017 წლის 24 ივლისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ჯონი აფაქიძე, ახალ რექტორს ზურაბ ხონელიძეს, უფლებამოსილებას გადააბარებს.


ასევე, ჯონი აფაქიძე ზურაბ ხონელიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის მიერ უნივერსიტეტისთვის ბოძებულ, საქართველოს ეკლესიის უმაღლეს ჯილდოს, წმინდა გიორგის ოქროს ორდენს, საზეიმო ვითარებაში გადასცემს.


შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის ორდენის ტარების უფლება, მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს აქვს.


ცერემონიალი გაიმართება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართულზე, რექტორის კაბინეტში, 11 საათზე.




 

big_banner
არქივი