logo_geo
გელა ზედელაშვილი: აჰა, დაეცათ ბნედა „ნაცებს“!
- +

24 ივლისი. 2017. 18:59


 

„ბიძინა ივანიშვილი Black Sea Arena- ზე გამოჩნდა. „ნაცებს" და მათთან გათანაბრებულ პირებს გაუტყდათ. თან სჯერათ, თან არ იჯერებენ, თუ გამოჩნდა, რატო ხეირიანი ფოტო ვერავინ გადაიღო, რავა, „აიფონი" არავის ჰქონდაო? ჰი, ჰი, ჰი, ალბათ ბიძინა არ იყო და ამიტომო. არ არსებობს, ბიძინას ქეთი მელუას სიმღერები არ მოსწონს, იქ არ მივიდოდაო", - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:


„თვითმხილველები იძახიან, იყო, საკუთარი თვალით ვნახეთ, არც ორეულს ჰგავდა და არც არაფერიო. „ნაცები" ლოცულობენ, ნეტა ეგ გამოჩენაც ჭორი გამოდგესო. ისე, რაღა დაგიმალოთ და ივანიშვილი მაგათთვის მხუთავი აირია... მეტიც, ატომური ბომბია... დარიშხანი და ბნედაა, არ უნდათ, ვერ იტანენ თავიანთ მაოხრებელს და ჩვენც რაღა გვიკვირს? ჰო, ივანიშვილი „ნაცებისთვის" „კატოკია", რომელიც მათ იდეებს, საღერღელს, ხვაშიადსა და მომავალს ლავაშივით აბრტყელებს. ზოგი იტყვის, რას აბრტყელებს, როცა ეგ უჯიშოები ისევ ბოგინობენ და იმდენსაც კი ბედავენ, აღმაშენებლის გამზირზე „მარშაობენ" კიდევაცო. კი, გეთანხმებით, არის თქვენს წუხილში სიმართლე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რა ძალაუფლების პატრონები იყვნენ ისინი სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ. ეს სხვა თემაა, ძალიან ვრცელი, ახლა კი ყველაზე მთავარი ის გახლავთ, რომ მათ ბნედა დაეცათ და არ უნდათ დაიჯერონ, რომ დაეცათ, დგანან და იგონებენ კიდევ ათას სისულელეს.

 

მოკლედ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ფაქტია, რომ გამოჩნდა და მანამდეც იყვნენ მნახველები, ის არასოდეს დამალულა. უბრალოდ, ვიღაც ქარაქუცების მიერ გავრცელებული ჭორების გამო ვერ გამოვიდოდა პოდიუმზე და ვერ დაიწყებდა: აი, ხალხო, შემომხედეთ, კარგად ვარ და ჯანზე ვარო. ეს იქნებოდა ტარტაროზების დაკრულზე ცეკვა. ესე იგი, ავადმყოფებს რამდენი გიჟობა წამოუვლით ჩამპალ ტვინში, იმდენი ადამიანმა თავი უნდა იმართლოს? არადა, დაიხოცნენ ჯავრით, ეს შობელძაღლები, აღარ იციან, რა ჭორი გაავრცელონ და რით გაამართლონ საკუთარი კრეტინიზმი!" - წერს ზედელაშვილი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი