logo_geo
გიორგი გაბედავა: სოსო პავლიაშვილს ქართველობა არასდროს დაუკარგავს!
- +

25 ივლისი. 2017. 21:50



„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა საინფორმაციო სააგენტო cyc.ge-ის მიერ სოსო პავლიაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება:


„ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა სოსო პავლიაშვილზე ეს მცდარი ინფორმაცია. მე დავუკავშირდი ამ სააგენტოს, ავუხსენი ცივილურად, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას.

 

ამას აკეთებდა უკრაინაში მებრძოლი ქართველი, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, დავით მაყიშვილი. ამ ადამიანმა გაავრცელა ეს ინფორმაცია, რომელიც აიტანა „ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა აქტივისტმა. „თავისუფალ ზონას" და სხვა მსგავს ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსდებიან „ნაცმოძრაობის" ე.წ. ქვაბიდან, ჰყავთ რამდენიმე ადმაიანი დაქირავებული, რომლებიც მუშაობენ facebook-ზე, სწორედ ასეთი დეზინფორმაციების გასავრცელებლად. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების დისკრედიტაციას, რომელბიც არ იყვნენ მიშას მხარდამჭერები. სოსო არასდროს ყოფილა მიშისტი, ის არავისტი არაა. მას აქვს თავის საქმე, მუშაობს, ეხმარება ქართველებს და რაც მთავარია, ქართველობა არასდროს დაუკარგავს, ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, რომლებიც წასულები არიან სხვადასხვა ქვეყნებში.

 

ბევრმა ადამიანმა დაიჯერა ეს ინფორმაცია. ვეცადე, რომ ყველასთვის გამეცა პასუხი და ამეხსნა სიტუაცია.

 

შემდეგ თავად ამ სააგენტომაც ბოდიში მოუხადა სოსო პავლიაშვილს და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერეს ამ საკითხზე.

 

მე მოვუწოდებ იმ ნაძირლებს, ვინც მსგავს ქმედებებს სჩადის, რომ ეს მათ არაფერს აძლევს", - განაცხადა გიორგი გაბედავამ.


ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტო cyc.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სოსო პავლიაშვილი აცხადებდა, რომ მას ურჩევნია საქართველოში რუსული ტანკები იხილოს. შემდეგ, სააგენტომ აღნიშნული პოსტის გამო, ბოდიში მოიხადა.


http://cyc.ge/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%98/


http://cyc.ge/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/




 

big_banner
არქივი