logo_geo
16 წლის წინ, დღეს - გიორგი სანაია მოკლეს!
- +

26 ივლისი. 2017. 03:51



ჟურნალისტ გიორგი სანაიას საიდუმლოებით მოცული მკვლელობიდან 16 წელი გავიდა.


სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი „კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.


ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.


მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია.


 გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.


 

big_banner
არქივი