logo_geo
სსუ-ში მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრის აუდიტორიას რონდა სოფერის სახელი მიენიჭება
- +

27 ივლისი. 2017. 15:30



2017  წლის 28 ივლისს, 13 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლების ფაკულტეტზე (თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N61,  V სართული) გაიმართება ევროკავშირის პროგრამის Tempus 5th Call -ის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - DOIT-ის  კოორდინატორის, ანთროპოლოგიისა და მულტიკულტურალიზმის ცნობილი მკვლევრის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის პროფ. რონდა სოფერის აუდიტორიის საზეიმო გახსნა. აუდიტორიის გახსნა ემსახურება საერთაშორისო პროექტის DOIT-ის მდგრადობისა  და კულტურის კვლევების განვითარებას, შესაბამისად ის განთავსდა სსუ-ის მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრში.


საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პარტნიორები  DOIT-ის პროექტში: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორები ისრაელის უმაღლესი სასწავლებლებიდან.


 

big_banner
არქივი