logo_geo
ზურაბ ხონელიძე: არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, მხარში ამოუდგნენ სოხუმის უნივერსიტეტს
- +

27 ივლისი. 2017. 18:57




სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, „გაუ"-ს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ეწვია.


სოხუმის უნივერსიტეტის ახალ რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრისას მაიკლ ქაუგილმა სურვილი გამოთქვა, გაეცნოს უნივერსიტეტის ცხოვრებას და მის შემდგომ განვითარებაში სათანადო წვლილი შეიტანოს.


სამომავლოდ, ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.


 

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, რომ მაიკლ ქაუგილს კარგად ესმის აფხაზეთისა და ზოგადად, საქართველოს პრობლემა და მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში სოხუმის უნივერსიტეტს დიდი როლი ენიჭება.

 

„არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, მხარში ამოუდგნენ სოხუმის უნივერსიტეტს, რამეთუ მათ ესმით, რომ უნივერსიტეტისადმი მხარდაჭერა ქართული საქმის კეთების თვალსაჩინო ნიმუშია. ერთ-ერთი მსგავსი შეხვედრა არის დღეს. მე ვიცი მაიკლ ქაუგის დამოკიდებულება საქართველოსადმი, ვიცი მისი დამოკიდებულება აფხაზეთისადმი. ის სიღრმისეულად იცნობს საქართველოსა და აფხაზეთის პრობლემას და ხედავს ჩვენი უნივერსიტეტის როლს ამ პრობლემების მოგვარების საქმეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან ერთად.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, განათლების სამინისტროს იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც გააჩინა უნივერისტეტისთვის. იმისთვის, რომ გვაქვს საშუალება დავმკვიდრდეთ, როგორც აკადემიური დაწესებულება, მოვახდინოთ ინტეგრირება ქართულ და ევროპუილ საგანმანათლებლო სივრცეში და ვიქცეთ სამეცნიერო-კვლევით-ანალიტიკურ-საუნივერსიტეტო ცენტრად. ამის საშუალებას იძლევა სახელწოდება,  ამ სახელწოდების მნიშვნელობა, ის რაც ამ სახელის უკან დგას - მიმზიდველობა. როგორ ვაქციოთ ეს მიმზიდველობა საჭიროებად, ამის შესახებაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი შეხედულება და არა მხოლოდ რწმენა, არამედ ცოდნა, როგორ გავაკეთოთ", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.



 

big_banner
არქივი