logo_geo
მაიკლ ქაუგილი: მოხარული ვარ, რომ ზურაბ ხონელიძეს რექტორის რანგში ვხედავ
- +

27 ივლისი. 2017. 19:01



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, „გაუ"-ს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ეწვია.


სოხუმის უნივერსიტეტის ახალ რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრისას მაიკლ ქაუგილმა სურვილი გამოთქვა, გაეცნოს უნივერსიტეტის ცხოვრებას და მის შემდგომ განვითარებაში სათანადო წვლილი შეიტანოს.


სამომავლოდ, ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.


როგორც „გაუ"-ს პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა განაცხადა, ზურაბ ხონელიძის შესაძებლობებში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის რანგში ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

 

„მოხარული ვარ, რომ ზურას რექტორის რანგში ვხედავ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით დიდი ხნის განმავლობაში. ამასთან, არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ. სწორედ ამიტომ, მისი წარსულიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია.

 

განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყო, რომ შეძლო, იყო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია. ეს არ არის მხოლოდ ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რომ მომავალში მზად იყვნენ ნებისმიერი შემთხვევისთვის.

 

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ", - განაცხადა მაიკლ ქაუგილმა.



 

big_banner
არქივი