logo_geo
თბილისის ერთ-ერთ ქუჩას აფხაზეთის ომის გმირის, ტასო ნაჭყებიას სახელი მიენიჭა
- +

28 ივლისი. 2017. 12:59



აფხაზეთის ომის გმირი, აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე გაცოცხლდა და სამუდამოდ დაიდო ბინა.


ქართველი გმირის და, მარინა ნაჭყებია ყოველ წუთს ზრუნავს გმირების სახელების უკვდავსაყოფად, მისი იდეა იყო შაოსან დედებთან შეხვედრებიც და გულითადი საუბრები.


მარინა ნაჭყებია სოციალურ ქსელში წერს:


„ჩემი ძმის აქვსენტი (ტასო) ნაჭყებიას ქუჩა გაიხსნა საბურთალოზე... სოხუმელი ტასო არის აფხაზეთის ომის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი... ვამაყობ შენით. შენ გვარის გამგრძელებელი არ დაგიტოვებია... მაგრამ დედაქალაქში გრძელდება ჩვენი გვარი...

 

დიდება გმირებს, მათი სახელები უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა!"


 

 

 

big_banner
არქივი