logo_geo
რა უამბო გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსს
- +

2 აგვისტო. 2017. 01:16



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მეუღლესთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და ამერიკის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. კვირიკაშვილმა და პენსმა ვახშამზე სადღეგრძელოები წარმოთქვეს. ვახშამზე ანსამბლმა „რუსთავმა" „ჩაკრულო" შეასრულა.


დიდი მადლობა,ბატონო ვიცე-პრეზიდენტო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო - 40 წლის წინ ნასა-ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო" „ვოიაჟერის" მეშვეობით, კოსმოსში გაგზავნა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ძეგლი.

 

კარლ სეიგანმა, რომელიც პროექტის ხელმძღვანელი იყო, სიმღერა ფირფიტის საბოლოო ვერსიაში შეიტანა. ნასა-გუნდს დაუკავშირდნენ მოსკოვიდან და აღნიშნეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ იყო და ამდენად, ქართული ხალხური სიმღერა ამ ჩანაწერთა სიაში არ უნდა ყოფილიყო.

 

რუსეთის წნეხის მიუხედავად, კარლ სეიგანმა და ნასა-მ „ჩაკრულოს" დაუჭირეს მხარი. სულ ახლახან, „ვოიაჟერი", ქართულ-ამერიკული მეგობრობის ხომალდი, მზის სისტემას გასცდა და უსასრულო სივრცეში გავიდა. ამდენად, ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებული უსასრულო, ძმური ურთიერთობების აღსანიშნავად, მინდა ვთხოვო ჩვენს მომღერლებს შეასრულონ ეს სიმღერა", - ასე წარუდგინა ამერიკელს სტუმარს პრემიერმა ქართული სიმღერა. 


ვახშმამდე, სტუმრებმა ფუნიკულიორიდან თბილისის ხედები დაათვალიერეს და ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. მხარეებმა ასევე გაცვალეს საჩუქრები. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი