logo_geo
თემურ თათარაშვილი: ირაკლი მამალაძეს არ ვიცნობ, ჰაბიტუსზევე ეტყობა, ჩემი მეგობარი არ იქნება
- +

2 აგვისტო. 2017. 12:16



მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყო.

 

„მე გუშინ გავიგე ეს ამბავი. გაოგნებული ვარ, ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის მუსიკა მოსწონს... სისულელე იქნება ჩემგან რაიმე კომენტარი. მითუმეტეს, ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი. პირველად ვამბობ: ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი, უარი ვთქვი კონცერტზე გამოსვლაზე და ეს იყო მიზეზი. მამალაძემ რა გააკეთა, რა არ გააკეთა არ ვიცი. არც ვიცნობდი და არც რაიმე შეხება ჰქონია ჩემ საქმესთან. ჰაბიტუსზევე ეტყობა, რომ ჩემი მეგობარი არ იქნება", - განაცხადა თათარაშვილმა.


გუშინ ე.წ. ციანიდის საქმეზე პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხა. ფირცხალავა ირაკლი მამალაძეს აგენტ-პროვოკატორობაში სდებს ბრალს. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული საქმეები, კერძოდ, მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმეები, რომელშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, როგორც აგენტი.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი