logo_geo
თენგიზ არჩვაძე იუბილარია!
- +

3 აგვისტო. 2017. 19:49


დღეს ქართველი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა.


თენგიზ არჩვაძე 1932 წლის 3 აგვისტოს დაიბადა.


1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან - მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. პირველი როლი, ფილმში ერთი ცის ქვეშ, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი ფილმ კიდევ ერთი ქართული ისტორიაში შეასრულა. სულ თენგიზ არჩვაძემ 46 კინოროლი შეასრულა.


თენგიზ არჩვაძეს 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. იგი არის სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი,  ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი.


„ქართული აზრი" ულოცავს თენგიზ არჩვაძეს დაბადების დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!


 

 

 

 

 

big_banner
არქივი