logo_geo
„წინა დღეს ესაუბრა დედას, უთხრა, რომ მშვიდად ყოფილიყო...“
- +

4 აგვისტო. 2017. 15:36



ავღანეთის, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმისას, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 25 წლის მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.


მომხდარი თავდასხმისას ასევე, დაშავდა „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.


25 წლის ქართველი სამხედრო, ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ბეგლარ ბებიაშვილს მეზობლები დადებითად ახასიათებენ.

 

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აფეთქება შემოვლის დროს მოხდა. ბიჭი ადგილზე დაუღუპა, სამი ქართველი კი დაიჭრა. კონტრაქტი ოქტომბერში ეწურებოდა და ოჯახს ძალიან უხაროდა. სანამ ეს უბედურება მოხდებოდა, წინა დღეს ესაუბრა დედას, უთხრა, რომ მშვიდად ყოფილიყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. უწესიერესი ახალგაზრდა დააკლდა ქვეყანას",- აღნიშნეს გარდაცვლილი ჯარისკაცის ახლობლებმა.









 

big_banner
არქივი