logo_geo
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6.6%-ით გაიზარდა
- +

6 დეკემბერი. 2016. 00:44



დასაქმების ზრდა ძირითად შემთხვევაში დაკავშირებულია სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობის ზრდასთან. ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მოცულობა 2016 წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.8%-ით გაიზარდა და 8.2 მლრდ. ლარი შეადგინა.


გამოშვებული პროდუქციის ზრდის მაჩვენებლის მიხედვით შემდეგი სექტორები ლიდერობს: თევზჭერა, მეთევზეობა - 150%, მშენებლობა - 37%, სასტუმროები - 40%, რესტორნები - 30%, განათლება - 20%, ჯანდაცვა - 76%.


აღსანიშნავია, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა 2016 წლის პირველი ნახევარიც. კერძოდ, 2016 წლის 1-2 კვარტალში ბიზნესის მიერ გამოშვებული პროდუქცია შესაბამისად 15%-ით და 7.5%-ით გაიზარდა


თევზჭერა, მეთევზეობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობის მატება უკავშირდება თევზჭერისა და მეთევზეობის სფეროში წარმოების მოცულობის გაზრდას. მშენებლობის დარგში მატება განაპირობა შედარებით დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულებამ ავტომაგისტრალებსა და შიდა გზებზე, ასევე ჰიდროელექტროსადგურების, გაზსადენების, საყოფაცხოვრებო მრავალფუნქციური ნაგებობების მშენებლობამ. ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების დარგში დასაქმებულთა რაოდენობა ზრდა უკავშირდება მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ახალი საწარმოების ამოქმედებას და ადგილობრივი ერთეულების მატებას.


 

 

 

big_banner
არქივი