logo_geo
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- +

5 აგვისტო. 2017. 15:42

თბილისის მერიის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში შპს "ჯორჯიან მანგანეზში" შემავალ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.


აღნიშნული აქცია ზესტაფონში, 4-5 აგვისტოს გაიმართა.


კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზმა'' საწარმოში დასაქმებულთათვის დაავადების პრევენციისა და მისი დროული დიაგნოსტირების მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის სპეციალისტები მოიწვია. სპეციალისტები კლინიკა ,,ფერომედში'' სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის გამოკვლევებს რამდენიმე მიმართულებით აწარმოებდნენ - სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის ჯირკვლის და მსხვილი ნაწლავის პრევენციული დაკვირვება და დიაგნოსტირება აქციაზე მისულ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებს უფასოდ შეეძლოთ.



ეროვნული სკრინინგ ცენტრის სპეციალისტები პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობდნენ და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენილი დაავადება განკურნების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

 

„აუცილებელია, სკრინინგში მონაწილეობა იმის გამო, რომ საკმაოდ გავრცელებულია დღესდღეობით დაავადება კიბო და კიბოს წინარე გამოკვლევა, რაც არის სკრინინგი, არის აუცილებელი, რომ არ მივიდეთ იმ სავალალო შედეგამდე, რაც ბოლოს უკვე ცუდად მთავრდება. რაც უფრო ადრე მოვა პაციენტი ჩივილის გარეშე, მით უფრო უკეთესია მისთვის. ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენილი ყველა დაავადება დღესდღეობით​ მიხედვადია", - განაცხადა ეროვნული სკრინინგ ცენტრის გინეკოლოგმა, ინგა გოგუაძემ.


აღსანიშნავია, რომ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში 2000-მდე პირია დასაქმებული. ეროვნული სკრინინგ ცენტრი, გამოკვლევებს ეტაპობრივად ჩაატარებს და 500-მდე პაციენტს მოემსახურება. ზესტაფონში გამართული აქციის მნიშვნელობაზე კლინიკა ,,ფერომედის'' დირექტორი კოტე ქავთარაძე საუბრობს. ქავთარაძე კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის'' ამ ინიციატივას პოზიტიურად აფასებს და ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან სამომავლო ურთიერთობას გეგმავს.


„დადებითი მომენტი ერთი ის არის, რომ არ სჭირდება ქარხნის თანამშრომელს დიდ ქალაქში ჩასვლა. ეს კვლევა გაზრდის იმ საიმედოობას, რომ პაციენტს შეუძლია მშვიდად იყოს და ჩვენი მოსახლეობის სამედიცინო სანიტარული განათლების ამაღლების კვალობაზე, უფრო მეტი მოთხოვნა გახდება აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ასეთი კარგი აქციის ორგანიზებისთვის. შეიძლება, ანალოგიური აქციები სხვა მიმართულებითაც გაგრძელდეს", - ამბობს კლინიკა ,,ფერომედის'' დირექტორი კოტე ქავთარაძე.


აღსანიშნავია, რომ სკრინინგის პროგრამით, ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60 წლის, მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50-დან 70 წლის, ხოლო პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის პირებს ჩაუტარდებათ.


 



 



 



 



 

 

big_banner
არქივი