logo_geo
საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მოშიმშილე ქართველთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

5 აგვისტო. 2017. 17:46


საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მოშიმშილე ქართველ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს პატიმრებთან. მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა მსგავსი სურვილი. გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს (სანთლები, ხატები, ლოცვანი და ა. შ.). პატიმრებს აქვთ სალოცავი კუთხე. ციხის ადმინისტრაცია მათ პრობლემას არ უქმნის. პატიმრების მონახულების მოთხოვნით გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვის მიღების შემდეგ შედგება შეხვედრა. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ნათქვამია განცხადებაში.



 

big_banner
არქივი