logo_geo
აბაშიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

6 აგვისტო. 2017. 00:21


ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე - ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ერთ-ერთს სავარაუდოდ მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს, ხოლო მეორეს ზედა კიდურები აქვს დამწვარი.


ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. როგორც აბაშიძის ქუჩის #86-ში მცხოვრებლებმა საზოგადოებრივის კორესპონდენტს განუცხადეს, ხანძარი სავარაუდოდ საძინებელ ოთახში გაჩნდა.


ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის ფართი.


ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.


როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი