logo_geo
ზაზა ფაჩულია: ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალსა და მედლების მოპოვებაზეც კი
- +

6 აგვისტო. 2017. 20:58


 

„ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ მეოთხედფინალსა და მედლების მოპოვებაზეც კი", - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების წევრმა და NBA-ს ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


ზაზა ფაჩულიამ ნაკრების მომავალ გეგმებსა და ევროპის ჩემპიონატზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ვარჯიშს ნაკრებთან ერთად უახლოეს მომავალში შეუდგება, მას შემდეგ, რაც ნაკრები ლიტვიდან დაბრუნდება.


ამასთან, ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრები ხვალ სპორტის სასახლეში მიიწვია, სადაც NBA-ს თასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება.


საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრმა საკუთარ საკლუბო კარიერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს კვლავ Golden State Warriors-ში ითამაშებს, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა სხვა გუნდებიდან.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი