logo_geo
გიორგი სიგუა: ამდენ ადამიანში ნარკოტიკიც ექნება ვიღაცას ჯიბეში, ვიღაც შებოლილი თევზითაც მოვა და ა.შ.
- +

8 აგვისტო. 2017. 02:23


GEM FEST-ის ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდება, რომ ფესტივალის ორგანიზატორები ნარკორეალიზატორებს მფარველობენ, არასწორი და აბსურდია. სიგუას განცხადებით, ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე შეუძლებელია ყველა ვიზიტორის შემოწმება, თუ რა შეაქვთ ტერიტორიაზე და რა - არა.

 

„ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ამ ადამიანების ტრაგედიაზე, ცუდად გახდომაზე, მოითბონ ხელი, დაიწერონ ქულები, გამოჩდნენ და მოიპოვონ საეთერო დრო, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად იქცევიან. მეც შემიძლია იგივე ორგანიზაციები დავადანაშაულო, ენას ძვალი არ აქვს და რაც უნდათ ის იძახონ. 10-მდე ადამიანია დაკავებული, ვისაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა - შენახვა ედება ბრალად, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ რატომ იჭერენ ამ ადამიანებს, თუ კი, მფარველობა ხდება. საშინელი აბსურდია, რომ ჩვენ ვიღაცას ვმფარველობდეთ, ამაზრზენია.

 

პირადად მე, გიორგი სიგუას, ამ ყველაფრის მერე არც მეფესტივალება და არც გართობა მინდა. იმის მაგივრად, რომ მე თქვენ გესაუბროთ გართობაზე, მიწევს იმის თქმა, რომ არ ვარ ნარკობარონი და რომ არავისთან ვარ შეკრული.

 

ნარკოტიკების გავრცელებაზე პასუხისმგებელია ის ხალხი, ვინც ავრცელებს და პასუხისმგებლობა იმ ადამიანების პირადი, ვინც ამ ნარკოტიკებს ღებულობს. ჩვენ ვსაუბრობთ ერთთვიან კურორტზე, რომელსაც 32 დღის განმავლობაში 10 000 ადამიანს ატარებს და ამდენ ადამიანში ნარკოტიკიც ექნება ვიღაცას ჯიბეში, ვიღაც შებოლილი თევზითაც მოვა, ვიღაც გადაყლაპულიც შემოვა და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც საქმე გვაქვს ამხელა ღონისძიებაზე, შეუძლებელია გააკონტროლო, ვის რა აქვს ჩაყლაპული და რა აქვთ ჯიბეში. არც ნარკორეალიზატორები და არც ნარკომომხმარებლები მე არ მითანხმებენ საიდან შემოდის ნარკოტიკები", - განაცხადა გიორგი სიგუამ.


 

big_banner
არქივი