logo_geo
ვარკეთილში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების სახელობის მემორიალი გაიხსნა
- +

8 აგვისტო. 2017. 16:32


ვარკეთილში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, ერთიანი საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების სახელობის მემორიალი გაიხსნა. ცერემონიას გარდაცვლილი გმირების ოჯახის  წევრების გარდა ესწრებოდნენ სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი შალვა ჯაბახიძე, გენშტაბის დაქვემდებარებული სარდლობების და დეპარტამენტების უფროსები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი, კობა კობალაძე, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია და სხვები.


წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის საძირკველი 2009 წელს ჩაეყარა და საქართველოს უწმინდესი და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აშენდა.


ტაძარი აგვისტოს ომის რუსთაველი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედის - მარინა გზირიშვილის ძალისხმევითა და შემოწირულობებით, რუსეთ- საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.














big_banner
არქივი