logo_geo
ირაკლი კობახიძე: მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს
- +

9 აგვისტო. 2017. 01:46

 

 

„მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.


„პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ხანძრის კერები ლოკალიზებულია. ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო სამაშველო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ საკმაოდ რთულ რელიეფურ პირობებში ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ის შენგელიას ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ხანძრის ძირითადი კერები დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყო.


ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტყის მასივში ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია.













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი