logo_geo
გიორგი ანდრიაძე: სწორედ ეს განცხადება არის პრორუსული ინტერესების გამომხატველი, ვინაიდან...
- +

10 აგვისტო. 2017. 11:08


„ზოგიერთი მეცნიერი მათ შორის ბუბა კუდავაც მიიჩნევს, რომ ურარტუ არ არის ქართული და შესაბამისად ალბათ გულისხმობს, რომ ის სომხური სახელმწიფო იყო. სწორედ ეს პოზიცია, რომელიც  რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - ასე ეხმაურება საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე ისტორიკოს ბუბა კუდავას სტატიას სახელწოდებით „ურარტუც ოკუპანტია".


როგორც  გიორგი ანდრიაძემ განაცხადა, ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ facebook-გვერდზე სტატუსი დაწერა, სადაც რატომღაც აქცენტი იყო გაკეთებული, იმაზე რომ „ურარტუ ოკუპანტია".  ანდრიაძე მიიჩნევს, რომ ეს არის კატასტროფული განცხადება, რადგან მისი თქმით, ურარტუ იყო ქართველური ტომების გაერთიანება.


„ბუბა კუდავას განცხადება ეს არის კატასტროფული, იმიტომ, რომ ურარტუ იყო ქართველური ტომების გაერთიანება და ზოგიერთი მეცნიერი, მათ შორის კუდავაც, მიიჩნევს, რომ ის არ არის ქართული და შესაბამისად, ეს უძველესი სახელმწიფო სომხური გამოდის. და ვინაიდან სომხეთი რუსეთის სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეა ეს პოზიცია რუსეთის წისქვილზეც ასხამს წყალს.

 

გავრცელდა ჩემთვის და ქართველი ერისთვის ძალიან სამწუხარო შინაარსის სტატია ასეთი სათაურით, რომ ურარტუც ოკუპანტია. სხვა შინაარსს არ შევეხები და მე მხოლოდ ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. ეს ისტორიკოსისთვის კი არა, სანტექნიკოსის მხრიდანაც კი არის ანტიქართული შინაარსის მატარებელი. რადგან ურარტუ ისეთივე ქართველური სახელმწიფო იყო როგორც დიაოხი და კოლხა.

 

სწორედ ეს განცხადება არის პრორუსული ინტერესების გამომხატველი, ვინაიდან სომხეთის ინტერესებზე ასხამს წყალს.

 

ურარტუ იყო ქართველური მოდგმის და ძირის მქონე სახელმწიფო. ის ქართველი ერის უძველესი კერა და ფუძეა.

რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს ისტორიული მტრები ჰყავდა (რუსეთი, თურქეთი, ირანი და სხვა) მათ გვერდზე ურარტუს მოხსენიება აბსურდული და სრულიად გაუგებარია", - განაცხადა ანდრიაძემ.


 

big_banner
არქივი