logo_geo
განათლების სამინისტრო სკოლებში „ვაშლის დარიგების“ კამპანიას იწყებს
- +

11 აგვისტო. 2017. 12:52


განათლების სამინისტრო სკოლებში „ვაშლის დარიგების" კამპანიას იწყებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან, თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა.


კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.


„რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000-60 000 იქნება.






 

big_banner
არქივი