logo_geo
პეკინის ქუჩაზე გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა
- +

16 აგვისტო. 2017. 11:49


 


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო, განაცხადა, რომ პეკინის ქუჩაზე ველოსიპედებისთვის დაახლოებით 900-მეტრიანი ზოლი გამოიყოფა, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი.


პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო შტაბში შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო პარკირების სისტემასა და ავტობუსების ხაზთან დაკავშირებულ თემებს.


ამასთან, როგორც მუმლაძემ აღნიშნა, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი.


„სხდომაზე ტექნიკური საკითხები განვიხილეთ, მათ შორის, როგორ იქნება განლაგებული პარკირების სისტემა სამკუთხედზე - პეკინი-შარტავა-კოსტავას ქუჩებზე; ასევე Bus lane-ები, რა ფართი იქნება მათთვის გამოყოფილი. პარკირების მიმართულებით, კოსტავას ქუჩაზე იცვლება დგომა, გაკეთდება 45-გრადუსიანი დგომა, რათა მეტი სატრანსპორტო საშუალება დაეტიოს, ასევე, სააკაძის მოედანს ემატება 60 ერთეული პარკირების ადგილი. ეს იყო ის საკითხები, რომლებიც გავიარეთ და საპატრულო პოლიციასთან შევთანხმდით. პეკინის ქუჩაზე ფაქტობრივად გადაწყვეტილია ველობილიკის მოწყობა. ველოსიპედებისთვის გამოიყოფა დაახლოებით 900-მეტრიანი ზოლი, სადაც ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.


 

big_banner
არქივი