logo_geo
ახალი iPhone-ის მთავარი ნაკლი დასახელდა
- +

16 აგვისტო. 2017. 19:12



iPhone 7s iPhone 7-თან შედარებით შესაძლოა უფრო სქელი, გრძელი და ფართო გახდეს. ამის გამო კი შეიძლება გასული წლის მოდელის აქსესუარები მისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. ინორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით Giga apple ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, მართალია, ახალ და ძველ მოდელებს შორის ზომის სხვაობა არცთუ ისეთი დიდი და შესამჩნევი იქნება, მაგრამ ამან შესაძლოა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილი აქსესუარების შეუთავსებლობა გამოიწვიოს.


ანონიმური წყაროს ცნობით, ასეთი ცვლილებების მიზეზი სმარტფონის საფარისთვის მეტალის ნაცვლად მინის გამოყენებაა. ამასთან სხვადასხვა ცნობით, iPhone-ის ახალი მოდელი შესაძლოა უსადენოდ დაიმუხტოს, რაც სმარტფონის კონსტრუქციის შეცვლის მიზეზი იქნება.




წყარო - www.giga.de








 

big_banner
არქივი