logo_geo
ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს
- +

17 აგვისტო. 2017. 11:07



ნაძალადევის რაიონში, მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის (თემქა) მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, 600 გრძივ მეტრზე იცვლება კანალიზაციის მილები და მონტაჟდება ჭები. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.


საცხოვრებელ კორპუსებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბევრ მისამართზეა წყალ-კანალიზაციის პრობლემა და ვცდილობთ, ეტაპობრივად, ყველა ასეთ პრობლემურ კორპუსში გამოვცვალოთ მიწისქვეშა კომუნიკაციები", - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.


ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულად ამ მისამართზე მიმდინარე სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 89 425 ლარი გამოიყოფა.  


 

 

big_banner
არქივი