logo_geo
ოკაცეს კანიონთან რუსი ტურისტების ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა
- +

17 აგვისტო. 2017. 16:42



ოკაცეს კანიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ.


„რუსი ტურისტები იყვნენ მანქანაში. დავინახეთ, როგორ ამოვიდა კვამლი მანქანიდან. ცეცხლის ჩამქრობი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. გადმოცვივდნენ მანქანიდან. რაც ბარგი ჰქონდათ, ყველაფერი გადმოზიდეს. მერე იყო აფეთქების ხმა. გზა გადაიკეტა, მაგრამ ახლა უკვე გახსნილია. სახანძრო იყო მოსული და ჩააქრეს ყველაფერი", - აცხადებენ თვითმხილველები.


როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ცეცხლი ავტომობილის სადენებს გაუჩნდა და ამ ეტაპზე ინციდენტი ამოწურულია.


„იქიდან გამომდინარე, რომ არავინ იყო მომჩივანი და დაზარალებული, საქმეზე ძიება არ დაწყებულა", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოს ავტორი გურამ შეროზიაა.



 

big_banner
არქივი