logo_geo
კახა კალაძე: ეკოლოგია ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება
- +

17 აგვისტო. 2017. 18:30



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჭავჭავაძის #82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს „ყოვლად დაუშვებლად" აფასებს.

 

„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბიზნესი გაათავისუფლა პოლიტიკური წნეხისგან, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან. ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე. ეკოლოგია ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ, თვითმმართველობამ, საზოგადოებამ, ერთად უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა თბილისის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.


 

big_banner
არქივი