logo_geo
კახა კალაძემ ქველმოქმედებაში 446 560 ლარი დახარჯა!
- +

19 აგვისტო. 2017. 22:10


საქართველოში თანამდებობის პირებს შორის ქველმოქმედებაში ყველაზე მეტ თანხას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ხარჯავს.


ბოლო სამი წლის განმავლობაში მან საქველმოქმედო მიზნებისთვის 446 560 ლარი დახარჯა, აქედან 2016 წელს - 300 000 ლარი.


კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2014 წელს მან ქველმოქმედებაში 67 884 ლარი დახარჯა. აქედან, 7 884 ლარი ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრს ჩაურიცხა, სხვადასხვა სახის ქველმოქმედებისთვის კი 60 000 ლარი გაიღო.


2015 წელს ყოფილი ვიცე-პრემიერის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯულმა თანხამ 74 676 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, იმავე წელს კახა კალაძემ 4 000 ლარით დააფინანსა დოკუმენტური ფილმის „შინდისის გმირები" გადაღება.


საქველმოქმედო მიზნებისთვის ყველაზე მეტი თანხა კახა კალაძემ 2016 წელს დახარჯა - 300 000 ლარი.

 

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს მთავრობის მოქმედი წევრებიდან ქველმოქმედებას მხოლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ახორციელებს, რომელმაც 2015-2016 წლებში ამ მიზნით 155 000 ლარი გაიღო.


კახა კალაძე და ტარიელ ხეჩიკაშვილი, საჯარო თანამდებობების პარალელურად, მსხვილი ბიზნესმენებიც არიან. მათი შემოსავალი ბიზნესიდან და სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი