logo_geo
1 წლის ბარბარე გადარჩება - გოგონასთვის ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ დააფინანსა
- +

6 დეკემბერი. 2016. 17:53


 

„სრულიად საქართველოს მოგმართავთ თხოვნით, გადავარჩინოთ ბავშვი... ბარბარე მოლაშვილის სიცოცხლე წამებზე და თანხებზეა დამოკიდებული, გადავარჩინოთ ეს პატარა ანგელოზი. გთხოვთ, კეთილო მეგობრებო, ყოველი ლარი და ყოველი წამი გადამწყვეტია ამ ბავშვის სიცოცხლისთვის... ბარბარეს ღვიძლის გადანერგვა სჭირდება სასწრაფოდ, რაც 126 000 $ ღირს. ბარბარე იაშვილის კლინიკაში წევს, კომაშია და მისი მდგომარეობა ყოველ წამს მძიმდება... რამდენიმე დღეში თუ არ მოხდა ღვიძლის გადანერგვა, ბავშვი დაიღუპება..." - ამ შემაძრწუნებელმა ინფორმაციამ რამდენიმე დღის წინ მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.


ბარბარე მოლაშვილის გადარჩენაში დახმარებას მოსახლებას სთხოვდნენ გოგონას ახალგაზრდა მშობლები. თუმცა, კოლოსალური თანხის შეგროვება რამდენიმე დღეში ძალიან რთულია.


დღეს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დააფინანსა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ბარბარე მოლაშვილს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია რამდენიმე დღეში ჩაუტარდება.

 

„ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული როგორც კლინიკის შერჩევის, ასევე თანხის მოძიების პროცესში. მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, პატარა ბარბარეს ტრანსპორტირება და მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაუფინანსდა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი