logo_geo
თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
- +

20 აგვისტო. 2017. 13:52



ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალურ ეტაპზე გადავიდა.


მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული შოუსთვის კასტინგები ნიუ იორკში სამი დღეა მიმდინარეობს. Victoria's Secret-ის ხელმძღვანელებმა დაახლოებით 300 მოდელი ნახეს.


ამ დროის მონაცემებით, ფინალურ ეტაპზე გადავიდა 16 მოდელი.


სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა თაკო ნაცვლიშვილის მხარდამჭერი ჰეშტეგიც - #vsfs2017TAKO.


ცნობილია, რომ ბრენდმა წლის ყველაზე მასშტაბური შოუსთვის სულ 25 მოდელი უნდა შეარჩიოს. მოხვდება თუ არა თაკო ნაცვლიშვილი ამ სიაში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.











 

big_banner
არქივი