logo_geo
თორნიკე გვაზავა: საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს!
- +

20 აგვისტო. 2017. 22:01



ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ საცხოვრებელ ტერიტორიებზე ცეცხლის გადადების საშიშროება არ არსებობს.

 

„​სოფელი ქვემოთ მდებარეობს და ცეცხლი აქეთ რომ წამოვიდეს, გზა არის და ადვილად მისადგომი იქნება. მაშინვე მოხდება ლიკვიდაცია. ახლა უბრალოდ მიუდგომლობის გამო გართულდა სამუშაოები", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.


​სოფელ დაბასთან ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ღამის პირობებში ცუდი ხილვადობის გამო ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. თუმცა, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები ამ დროისათვის ცდილობენ ტექნიკა სპეციალური ბილიკის მეშვეობით შეიყვანონ.











 

big_banner
არქივი