logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: თურქეთიდან ვერტმფრენები ძლიერი ქარის გამო ვერ ჩამოფრინდნენ
- +

22 აგვისტო. 2017. 10:44


პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში „საღამოსთვის გაცილებით უკეთესი სიტუაცია გვექნება".


პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე 3 ვერტმფრენი მუშაობს.


„ორი დაგვემატება დაახლოებით, საათნახევარ-ორ საათში. გარდა ამისა, მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა მობილიზებულია ხელოვნური წყალსაცავების გაკეთებისთვის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება მოხდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, თურქეთში იყო ძლიერი ქარი, ამის გამო ვერტმფრენები ვერ ჩამოფრინდნენ და ისინი ახლა გზაში არიან. 


 

big_banner
არქივი