logo_geo
იური მეჩითოვი: ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი სიყვარული და დამეწყო ეროტიული შეტევა
- +

7 დეკემბერი. 2016. 01:33


 

ჩემს  ყველაზე ძველ ფოტოდ ითვლება ფოტო, რომელიც  გადაღებული მაქვს 10 წლის ასაკში. ფოტოზე აღბეჭდილია ჩემი პატარა ძმა, რომელიც ნიჩბით იქექება ქვიშაში..."- ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი  საინფორმაციო - პოლიტიკურ, საზოგადოებრივ - შემეცნებით პორტალ „ქართულ ზართან" საუბრისას თავის პირველი ფოტოს ისტორიას იხსენებს.


„არც ერთი საბუთი არ მაქვს იმის დამადასტურებელი, რომ ფოტოგრაფი ვარ. 1961 წელს, მეორე-მესამე კლასში რომ ვიყავი, ბებიაჩემმა მიყიდა ფოტოაპარატი. ფულის რეფორმა იყო მაშინ. 35 მანეთი ჰქონდა პენსია  და 13 მანეთი დაუჯდა.

 

ჩემი პირველი გამოფენა გავაკეთე 29 წლის ასაკში - ვოვა ნიკოლეიშვილთან ერთად - კინოს სახლში. მაშინაც მეგობარმა მითხრა - იურა, ტყულად რომ აჩხაკუნებ ამ ფოტოაპარატს, ნუთუ არ გიფიქრია, ეს გააანალიზოომიუხედავად იმისა, რომ 20-წლიანი სტაჟი" მქონდა, სულ რაღაც 15 ფოტო  ჩავთვალე გამოფენის ღირსად. თვითკრიტიკული ვარ და კრიტიკული ზოგადად - ადამიანებისადმი, სახელმწიფოსადმი და ..  3 წლის მერე კიდევ მქონდა გამოფენა და მაშინ, 1982 წელს მივხვდი, რომ მე ვარ ხელოვანი და იყო ხელოვანი, ეს დიდი პასუხისმგებლობა ყოფილა.

 

იმ დროს გავიცანი და დავახლოვდი სერგო ფარაჯანოვთან. მანამდე ძალიან შორს ვიყავი მატერიალური კულტურისგანფარაჯანოვის მეშვეობით მოხდა ამ კულტურის გააზრება, გაგება, შექმნის უნარის  გამომუშავებაეს სერიოზული სკოლა იყო.

 

ბევრი არ ამბობს ამას საკუთარ თავზე, მაგრამ  უნდა ვთქვა, რომ მე ბედნიერი ადამიანი ვარ. ვიღაცისთვის ბედნიერება ბოლო მოდელის მანქანაა, ვიღაცისთვის - ბანკში ანგარიში. არც ერთი ამათგანი არ მაქვს, მაგრამ მე ცხოვრებაში ისეთი ბედნიერი შეხვედრები მქონდა ადამიანების მხრივ, რომ ეს ყველაფერი მაძლევს ამის თქმის საშუალებას.

 

დღეს ყველა ფოტოგრაფია, მაგრამ ფოტოგრაფია ეს - ან პროფესიაა, ან ხელოვნებაახლაც ვასწავლი. 30-წლანი გამოცდილება მაქვს ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე დავალება მაქვს - ვიმუშავე სტანდარტზე, მოდულებზე და უნდა დავწერო სახელმძღვანელო. ბევრს არაფერს მიხდიან ამაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი ვალდებულებაა ასეთი.

 

სულ თავგადასავლებში ვარ. 1998-99 წლებში, როდესაც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ახალი სიყვარული, დამეწყო ეროტიული შეტევა. ამ პერიოდში დავიწყე ეროტიული ფოტოების გადაღება. მე და მაიკო დეისაძემ გავაკეთეთ პროექტი - ფიროსმანის ფერისცვალება. პროექტი, საერთო ჯამში 15 ტილოს მოიცავს. ეს იყო ფირსომანის გადამღერება ახლებურად, სადაც იყო ეროტიული ნაწილიც,  წარმომედგინა ფიროსმანის ვნებანი, როდესაც მარგარიტა დაინახა და .. ეს ფოტო, 1/1.5-ზე გაიყიდა 1000 დოლარად. ასე ძვირად არ გაყიდულა საქართველოში ფოტოგრაფია."- გვიყვება იური მეჩითოვი.



ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

 

http://qartuliazri.ge/inside.php?menuid=195&id=1163


 

 

 

 

big_banner
არქივი