logo_geo
პატრიარქი პრემიერსა და მთავრობის წევრებს: თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა
- +

28 აგვისტო. 2017. 13:47



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ღვთისმშობლის მიძინების დღე მიულოცა და იქადაგა.

 

„კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს ლოცულობდა მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა. თქვენი ლოცვა შეისმინოს უფალმა და დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრისგან. დალოცვილი იყავით", - ბრძანა პატრიარქმა.


ამასთან უწმინდესმა რამდენიმე სასულიერო პირი სხვადასხვა ხარისხით დააჯილდოვა. კერძოდ იღუმენი დავითი (კემულარია) დაჯილდოებულია არქიმანდრიტის ხარისხით; მღვდელი იოანე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით; მღვდელი გიორგი (ჩანტლაძე) დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და დეკანოზის ხარისხით.


 

big_banner
არქივი