logo_geo
ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილების ჩამოსატანად 343 310 ლარი დაიხარჯება
- +

28 აგვისტო. 2017. 17:20



ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხiლი ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება, რისთვის საქართველოს მთავრობა 343 310 ლარს დახარჯავს.


საქართველოს საპატრიარქოს მონაწილეობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, რომელიც ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებს მიეძღვნება.


ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილებს სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში გადაასვენებენ.


ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს.


დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა. საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.



 

big_banner
არქივი