logo_geo
მიგრანტებმა გერმანიიდან სახლებში 4 მილიონი ევრო გააგზავნეს
- +

29 აგვისტო. 2017. 00:31

 

 

მიგრანტებმა, რომლებიც გერმანიაში სამუშაოდ ჩავიდნენ, 2016 წელს 4,2 მილიარდი ევრო გადააგზავნეს. ეს თანხის ყველაზე მსხვილი ოდენობაა, რაც კი გერმანიის გაერთიანების (1990წ) შემდეგ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ WirtschaftsWoche ბუნდესბაკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.


ყველაზე დიდი ოდენობით ფული თურქეთში გაიგზავნა (800 მილიონი ევრო), თუმცა ეს რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურია. რაც შეეხება სირიაში გაგზავნილი თანხის მოცულობას, ის 2016 წელს ერთბაშად ოთხჯერ - 18 მილიონიდან 67 მილიონამდე გაიზარდა.


წინა წელთან შედარებით 2016 წელს გერმანიიდან გასული თანხა 700 მილიონი ევროთი გაიზარდა.














 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი