logo_geo
უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება
- +

30 აგვისტო. 2017. 18:45



უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, აღმოსავლეთში კი კვლავ სიცხე შენარჩუნდება.


სინოპტიკოსების ინფორმაციით, 2 სექტემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი.


დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთში 30-35 გრადუსი იქნება.


რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უახლოესი დღეების ღამის საათებში მცირე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 34-36 გრადუსი იქნება.


30 აგვისტოს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1998 წელს +38.2 გრადუსი დაფიქსირდა, მინიმალური - 1900 წელს +13.1 გრადუსი.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი