logo_geo
დავით ოქიტაშვილი: მივმართავ გაერთიანებული პროფკავშირების დარგობრივ ხელმძღვანელებს...
- +

3 სექტემბერი. 2017. 13:04



„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, გაერთიანებული პროფკავშირების დარგობრივ ხელმძღვანელებს - ორი დღის ვადაში წარმოადგინონ ყრილობის ოქმები და დელეგატთა რაოდენობა, მათი სახელები და გვარები", - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა „რეპორტიორის" პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. აქვე, ოქიტაშვილი მოითხოვს, რომ დაგეგმილი ყრილობა იყოს საჯარო.


„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დავთანხმდი თხოვნას რომ ვიყარო კენჭი 14-15 სექტემბერს გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ჩემთვის ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ მივიღე ეს გამოწვევა და თანხმობა განვაცხადე გამომდინარე იქიდან, რომ არ მჩვევია ბრძოლის ველიდან გაქცევა.


მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, გაერთიანებული პროფკავშირების დარგობრივ ხელმძღვანელებს - ორი დღის ვადაში წარმოადგინონ ყრილობის ოქმები და დელეგატთა რაოდენობა, მათი სახელები და გვარები. მე და ჩემი მეგობრები დიდი ხანია ვიბრძვით იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ეს სია, რომელიც მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მათთან შეხვედრები დავიწყო, გავაცნო მათ  პროგრამა, რომლითაც ვაპირებ კენჭი ვიყარო და გამარჯვების შემთხვევაში ვუხელმძღვანელო ამ მეტად მნიშვნელოვან დარგს. ამ დოკუმენტებს არ ასაჯაროებს ირაკლი პეტრიაშვილის მოადგილე ეთერ მათურელი. მე არ ვლაპარაკობ მოგონილი ფაქტებით, და ხაზს ვუსვამ, რომ სწორედ ამ ქალბატონის სეიფში ინახება აღნიშნული დოკუმენტაცია. 

 

ასევე, ძალიან კომიკურია, რომ 15 სექტემბრამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, სად ტარდება ყრილობა, რადგან ბატონი პეტრიაშვილი არ ასახელებს ყრილობის ჩატარების ადგილს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი... ამიტომ, მე და ჩემი მეგობრები მოვითხოვთ, რომ ეს ყრილობა იყოს საჯარო.  არაფრის არ გვეშინია, თუ დავმარცხდებით ღირსეულად მივიღებთ ამ დამარცხებას, თუმცა, გამარჯვებისთვის ვართ მზად. ჩვენ უნდა გავაღოთ პროფკავშირის კარი და ყველა ადამიანისთვის საამაყო უნდა იყოს მისი წევრობა!  უნდა დავუბრუნოთ პროფკავშირს ის დიდება, რაც ჰქონდა. პეტრიაშვილის კაბალური მმართველობა კი უნდა დამთავრდეს!", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.


დავით ოქიტაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანებული პროფკავშირები ორი დღის ვადაში არ წარადგენს აღნიშნულ დოკუმენტაციას, საქმეს სამართლებრივი სახე მიეცემა.












 

big_banner
არქივი