logo_geo
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- +

4 სექტემბერი. 2017. 15:57



გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

6 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

7 სექტემბერს ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

9-10 სექტემბერს საქართველოში კვლავ უმეტესად უნალექო ამინდი და ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი.



 

big_banner
არქივი