logo_geo
პაატა იმნაძე მშობლებს ინფექციური ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს
- +

4 სექტემბერი. 2017. 17:04



დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მშობლებს, ინფექციური ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართავს.

 

„შემოდგომის სეზონზე, მაშინ, როდესაც ბავშვები სკოლებსა და ბაღებში ბრუნდებიან, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს ისეთ დაავადებებზე, როგორიც არის წითელა და წითურა. პროფილაქტიკისთვის მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, არის თუ არა ბავშვი აცრილი. ასევე, სკოლაში, თუ რაიმე სახის გეგმიური აცრა გამოტოვებული აქვს მოზარდს, ასეთ დროს აუცილებელია , რომ ბავშვი აიცრას. სხვა მხრივ, ამ პერიოდში, განსაკუთრებული არაფერი ხდება", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


რაც შეეხება ზაფხულის ინფექციებს, პაატა იმნაძის თქმით, ამ სეზონზე ხშირია ნაწლავური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, რაც პირადი ჰიგიენის დაუცველობასთან არის დაკავშირებული.




 

big_banner
არქივი