logo_geo
ქართველმა სტუდენტმა NASA-ს კონკურსში გაიმარჯვა
- +

4 სექტემბერი. 2017. 22:55


კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტმა გიორგი მჭედლიშვილმა, გუნდთან ერთად, კომერციული თვითმფრინავის მომავლის მოდელი შექმნა, რომელმაც NASA-ს აერონავტიკის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. ამის შესახებ მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა.

 

„კოლუმბიის კოსმოსური ინიციატივის" გუნდმა გაიმარჯვა NASA-ს აერონავტიკის გამოწვევაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების, როგორც ბაკალავრის ისე მაგისტრატურის, გუნდები. ჩვენ მომავალი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილი მოდელი შევქმენით, რომელიც მოიხმარს ნაკლებ საწვავს, უმნიშვნელოდ აბინძურებს გარემოს და საგრძნობლად ამცირებს გამოწვეულ ხმაურს. საუბარია აღნიშნული მოდელის იმპლემენტაციაზე 2025-2035 წლებში", - წერს მჭედლიშვილი.


კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდის პროექტის პრეზენტაცია NASA-ს სათავო ცენტრში, 26 სე ქტემბერს გაიმართება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი