logo_geo
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
- +

7 სექტემბერი. 2017. 16:13



ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან ერთმანეთს ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


 

big_banner
არქივი