logo_geo
დავით ოქიტაშვილი: სანდრო გირგვლიანს ვპირდები, რომ 15 სექტემბერს დაიწყება კოჰაბიტაციის დასასრული
- +

7 სექტემბერი. 2017. 17:37



„მე შევედი ამ ბრძოლაში მაშინ, როცა არ ვიცოდი, რომ ეს ადამიანი „აპრავებდა" გირგვლიანის მკვლელებს", - ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.


როგორც ოქიტაშვილი აცხადებს, პეტრიაშვილი გერონტი ალანიას ახლობელი იყო და გირგვლიანის მკვლელებთან ციხეში ხშირად შედიოდა.

 

„სანდრო გირგვლიანს და ირინა ენუქიძეს ვპირდები, რომ 15 სექტემბერს ამ ქვეყანაში დაიწყება კოჰაბიტაციის დასასრული. პეტრიაშვილი „აპრავებდა" გირგვლიანის მკვლელებს ციხეში. ადამიანი, რომელიც ზურგით საუბრობდა გირგვლიანის თემაზე, შემობრუნდება და პირდაპირ მოჰყვება, თუ რა ხდებოდა. იქ არის ჩვენება, რომ პეტრიაშვილი შედიოდა ციხეში და აწარმოებდა მოლაპარაკებას მკვლელებთან. მე ამ კრიმინალთან არ ვაპირებ მოლაპარაკებას, მე მას დავუპირისპირდები არჩევნების გზით", - განაცხადა ოქიტაშვილმა.











 

big_banner
არქივი