logo_geo
ბაგრამის ავიაბაზაზე დაჭრილმა სამხედრომ მხედველობა დაკარგა
- +

7 სექტემბერი. 2017. 21:54

 

 

ავღანეთში დაჭრილი მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უფროსი ლეიტენანტის ივერი ბუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება. მას ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ორი ოპერაცია გაუკეთეს. მისი ძმის ინფორმაციით, ბუაძემ მხედველობა დაკარგა.


სამი ქართველი მშვიდობისყოფელი ავღანეთში გუშინ მაშინ დაშავდა, როცა ბაზასთან ახლოს თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა.


ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ავღანელი თარჯიმანი. მძიმედაა დაჭრილი კიდევ ერთი ამერიკელი ოფიცერი. მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე დაჭრილ სამხედროებს გამოჯანმრთელება უსურვეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა. მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მისია ავღანეთში ოქტომბერში სრულდება.













 

big_banner
არქივი