logo_geo
„Black Sea Arena“-ზე 16 და 17 სექტემბერს დაგეგმილი ელტონ ჯონის კონცერტები გადაიდო
- +

8 სექტემბერი. 2017. 10:59


საქართველოში ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ელტონ ჯონისა და მისი ბენდის დაგეგმილი კონცერტები გადაიდო.


„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, 16 და 17 სექტემბერს, შეკვეთილში, „Black Sea Arena"-ზე დაგეგმილი კონცერტების გადადების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში წელს აღარ გაიმართება.


სექტემბერში დაგეგმილი კონცერტების გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო რამდენიმე დღეა ვრცელდებოდა, რის მიზეზადაც ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, სტივ ჯონსონის მიერ ხელზე ჩატარებული ოპერაცია სახელდებოდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე „ისთერნ ფრომოუშენში" არ დაუდასტურებიათ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი