logo_geo
ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა
- +

8 სექტემბერი. 2017. 11:05



ისრაელმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა.


„საქართველოში ბოლო პერიოდში ტყის მასივებში გახშირებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შაბთაი ცურის მიმართვის საფუძველზე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო) განყოფილებამ გამოყო თანხა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საჭიროების გათვალისწინებით შეძენილ იქნა 300 წყვილი სპეციალური ფეხსაცმელი. ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ისინი ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სააგენტოს დირექტორის მოადგილეს კახა ცერცვაძეს გადასცა. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ შალვა კვინიხიძეს, შსს საერთაშორისო განყოფილების უფროსს და ზურაბ დარჩიაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსს, გაწეული თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

big_banner
არქივი