logo_geo
აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
- +

8 სექტემბერი. 2017. 13:35


თბილისში, აეროპორტის გზაზე 3 მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.


თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.


„პირველს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ დაშავებულები ამ ეტაპისთვის საავადმყოფოში გადაჰყავთ.


ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი