logo_geo
ყველაზე სასაცილო და კურიოზული ზარები სამაშველო სამსახურში
- +

11 სექტემბერი. 2017. 00:19


მთელს მსოფლიოში ხდება გამოძახება პოლიციის თუ მაშველების, თუმცა როგორც აღმოჩნდა თითქმის ყოველი მეათე გამოძახება კურიოზული და სასაცილოა. ქვემოთ გაეცნობით გამოძახების რამდენიმე კურიოზულ შემთხვევას მთელი მსოფლიოდან.


1 ერთმა ქალბატონმა სუპერმარკეტიდან დარეკა იმიტომ, რომ არ ჰქონდა 1 ფუნტიანი და ამიტომ ვერ იღებდა სავაჭრო ურიკას.


2 ერთმა ფლორიდელმა ქალბატონმა დარეკა 911-ზე და განაცხადა, რომ მანქანაში ჩაიკეტა, გასაღები კი გარედან უკეთია.."იცით არცერთი ელექტრონული ხელსაწყო არ მუშაობს, ძალიან დაცხა და თავს ცუდად ვგრძნობ"...911-ის დისპეტჩერმა აუხსნა, რომ კარის სახელური უნდა გამოეწია.რა თქმა უნდა კარი გაიღო.....


3 ერთ-ერთმა მამაკაცმა დარეკა და ითხოვა სახლიდან სიდედრის გაგდება, რომელიც უკვე 18 დღეა მასთან ცხოვრობდა.


4 ქალმა დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ბოიფრენდი არ აძლევდა ტელევიზორის პულტს, არა და მას პოპულარული სერიალის ყურება სურდა.


5 ერთმა გერმანელმა ქალბატონმა ტირილით დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მას დიდი საშიშროება ელის.ადგილზე მისული პოლიცია გაოცდა, როცა აღმოაჩინეს, რომ ქალს პოლიციის მუქარით სურდა ქმარი აეძულებინა, რომ პორნო-ფილმისთვის არ ეყურებინა.პოლიცილებმა ქალს ურჩიეს ადვოკატისთვის მიემართა რჩევისთვის, ხოლო ფუჭი გამოძახებისთვის ჯარიმა გამოუწერეს.


6 ისევ გერმანია-44 წლის ქალმა ქალაქ ახენიდან გამოიძახა პოლიცია იმიტომ, რომ "ქმარი არ ასრულებდა ცოლ-ქმრულ მოვალეობას".


7 ჩინეთში გოგონამ დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მის ბოიფრენდს არ სურს დაუზილოს გაყინული ფეხები.ცოტა ხანში თვითონ გოგონას ბოიფრენდმა დარეკა და განაცხადა, რომ გოგონამ "ძაან ბევრი მოინდომა"..პოლიცია როდესაც ადგილზე მივიდა, წყვილი ისევ გაცხარებულ კამათში იყო.


8 ერთმა მამაკაცმა უელსიდან გამოიძახა პოლიცია და აცნობა, რომ "ცაზე, მთის ზემოთ ეკიდა მანათობელი უცნაური ობიექტი", რამდენიმე ხანში მამაკაცმა ისევ დარეკა და განცხადა, რომ "ობიექტი ისევ ცაზე ჰკიდია".ადგილზე მისულ პოლიციელებს მამაკაცმა....მთვარეზე მიუთითა.(ეტყობა მაგარი დაბოლილი იყო)



9 ერთმა გოგონამ დარეკა და განაცხადა, რომ მას ჰყავდა სახლში კატა და არ იცოდა რა ექნა მისთვის...


10 53 წლის ქალბატონმა შტატ ჯორჯიიდან დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ ჰერიონი, რომელიც ნარკომოვაჭრისგან აიღო "ტრუხა" იყო....ადგილზე მისულ პოლიციელებს ქალი წარუძღვა სამზარეულოში და აჩვენა ნარკოტიკი, თან მოითხოვა ნარკოდილერის დასჯა...თუმცა პოლიციამ თვითონ ქალი აიყვანა ნარკოტიკების შენახვისათვის.


11 ერთმა ამერიკელმა ქალბატონმა დარეკა 911-ზე და განაცხადა, რომ თაგვმა მისი წამალი გადაყლაპა....


12 ერთმა ქალბატონმა სამაშველო სამსახურში დარეკა და განცხადა, რომ ბამბიანი ჩხირი ღრმად შეირჭო ყურში და მაშველების დახმარების გარეშე ვერ გამოიღებდა.


13 შტატ ორეგონში(აშშ) მეზობლის ხმაურისგან შეწუხებულმა მაცხოვრებლებმა 911-ზე დარეკეს, ადგილზე მისულს ორ პოლიციელს კარი გაუღო ქალმა სახელად ლორამ, პოლიციამ ქალს საჩივარი გააცნო და ხელწერილი ჩამოართვა, რომ აღარ იხმაურებდა.


ამის შემდეგ ლორამ ზარებით აიკლო 911-, როგორც გაირკვა ქალს ერთ-ერთი პოლიციელი მოეწონა და მისი კოორდინანტები აინტერესებდა.


კაცის მისამართის ნამცვლად ქალს მალე ჯარიმის ქვითარი მოუვიდა, სამაშველო სამსახურის არამიზნობრივად გამოყენების გამო.


14 ონტარიოში კანადა, მამაკაცმა დარეკა სამაშველო სამსახურში და განაცხადა, რომ მისი სახლის წინ გზაზე პატარა ლომი დაკუნტრუშობდა, ადგილზე მისულ პოლიციას მამაკაცი გამოუტყდა, რომ ნარკოტიკები ჰქონდა მიღებული.



15- ამხრეთ ავსტრალიაში მამაკაცმა დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მასთან შემოიჭრნენ ნიღბიანი მძარცველები და სახლიდან რამდენიმე ქოთანი მარიხუანა გაიტაცეს.


16 2009 წელს ახალგაზრდა ქალმა შეაწუხა 911 ზარებით იმის შესახებ, რომ მის შეყვარებულს ის ცოლად არ მოჰყავს, ბოლობოლო სამართალდამცავებმა მიაკითხეს გოგონას და აუხსნეს, რომ 911 მხოლოდ საგანგებო გადაუდებელი დახმარებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა გოგონამ უპასუხა, რომ "მისი მდგომარეობაც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს".


17 მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, როდესაც ათამდე ზარი განახორციელა 911-ზე სულელური მოთხოვნებით, მისი ბოლო მოთხოვნა იყო "დაეჭირათ და ციხეში ჩაესვათ სატელევიზიო ახალი ამბები."


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი