logo_geo
„იავნანით მიძინებული სინდისი“ - სკანდალური ფაქტები პაატა ბურჭულაძის თაღლითური სქემის შესახებ
- +

12 სექტემბერი. 2017. 12:59



PosTV-ის საგამოძიებო სტუდია პაატა ბურჭულაძეს და ფონდ „იავნანას" საქველმოქმედოდ მობილიზებული მილიონობით ლარის მითვისებაში ამხელს.


საგამოძიებო სტუდიამ ფონდის ჩრდილოვანი საქმიანობა დეტალურად შეისწავლა. ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ პაატა  ბურჭულაძის „იავნანა" შოუ-ბიზნესზე აწყობილი, პირადი გამდიდრების მიზნით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც ქველმოქმედებას მხოლოდ თვალის ასახვევად ეწეოდა. 


საგამოძიებო ფილმში, რომელიც PosTV-მ დღეს გამოაქვეყნა, ექსპერიმენტურად დასტურდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მხოლოდ შესაწირი ყუთებიდან, ფონდს, ოფიციალურად აღრიცხული ერთი მილიონი ლარის მაგივრად, 13 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უნდა მიეღო, რომლის ბედი დღემდე გაურკვეველია; მაყურებელი ფილმიდან შეიტყობს, რომ საცხოვრებლად უვარგისი ბინებისა და სახლების შესაძენად „იავნანამ" ჯამში, სულ რაღაც 820 000 ლარი გაიმეტა, ხოლო თანამშრომლების ხელფასებში ორჯერ მეტი - 1 760 000 ლარი გასცა.


„თითოეული თქვენგანი, ვისაც ოდესმე შეგიწირავთ თანხა ფონდ „იავნანასთვის", დოკუმენტურად დარწმუნდებით, რომ რეალურად პაატა ბურჭულაძის საზღვარგარეთულ ვოიაჟებს,  ფეშენებელურ ავტოპარკს და პომპეზურ კონცერტებს აფინანსებდით", - აღნიშნავენ ფილმის ავტორები.



 

 

 

https://www.facebook.com/POSTV.Main/

 

big_banner
არქივი