logo_geo
33 წლის ექიმმა გარდაცვალებამდე ოპერაცია ჩაატარა – რა მოხდა საუნივერსიტეტო კლინიკაში
- +

13 სექტემბერი. 2017. 16:16



თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაცვლილი ექიმის შესახებ „კვირასთვის" დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. „კვირას" ინფორმაციით, 33 წლის გიორგი ანდრიაძე გუშინ კლინიკაში მორიგე იყო. მან გარდაცვალებამდე ოპერაცია ჩაატარა.


ოპერაციის შემდეგ კი რეანიმაციის განყოფილებაში, ექიმის მოსასვენებელ ოთახში შევიდა. უკვე გარდაცვლილი ექიმი კოლეგებმა წუხელ, დაახლოებით ღამის 12 საათზე, სამუშაო მაგიდასთან, სკამის გვერდით იატაკზე დავადნილი ნახეს. როგორც „კვირას" საუნივერსიტეტო კლინიკის იურისტმა თინათინ ხორხელმა განუცხადა, მომხდარის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს შეატყობინეს. მისივე თქმით, გიორგი ანდრიაძე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 წელია ექიმ-ანესთეზიოლოგად მუშაობდა.


კლინიკის იურისტის ინფორმაციით, გარდაცვლილს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა.


მას მეუღლე და შვილი დარჩა. გარდაცვლილის ცხედარი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც „კვირას" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო.


აღსანიშნავია, რომ მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ექიმი-ანესთეზიოლოგი კლინიკის რეანიმაციის განყოფილების საპირფარეშოში იპოვეს გარდაცვლილი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის იურისტმა თინათინ ხორხელმა კატეგორიულად უარყო.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი